სამშობლო უწინარეს ყოვლისა!

ორშაბათი, თებერვალი 10, 2025
29 °c
Tbilisi

სამშობლო უწინარეს ყოვლისა!

ზურაბ გივის ძე ხოშტარია

კატეგორია: 239-ე საზენიტო-საარტილერიო დივიზიონი

ზურაბ გივის ძე ხოშტარია დაიბადა 1975 წლის 13 ივნისს ქალაქ სოხუმში. 1992 წელს დაამთავრა სოფელ თავისუფლების საშუალო სკოლა.  იგი 1993 წლის 16 იანვრიდან მსახურობდა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს 23-ე ბრიგადის 239-ე საზენიტო-საარტილერიო დივიზიონის I ბატარეის მე-2 ოცეულში.

მებრძოლი ხოშტარია ზურაბ გივის ძე აქტიურ მონაწილეობას ღებულობდა 239-ე საზენიტო-საარტილერიო დივიზიონის მიერ ჩატარებულ ყველა ძირითად საბრძოლო ოპერაციაში.

საბრძოლო დავალებებს ასრულებდა პირნათლად. გამოირჩეოდა მამაცობით, ერთგულებითა და სამშობლოს უსაზღვრო სიყვარულით.

1993 წლის 21 სექტემბერს ხოშტარია ზურაბ გივის ძე დაიღუპა სოხუმისათვის ბრძოლებში ტრაფშის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე, ალყაში მყოფი მამის მისაშველებლად პოზიციაზე,  მოწინააღმდეგის მხრიდან გასროლილი სნაიპერის ტყვიით.

საქართველოს  პრეზიდენტის   განკარგულებით  სამშობლოს   ტერიტორიული  მთლიანობისთვის  ბრძოლაში  გამოჩენილი  გმირობის , ვაჟკაცობისა  და  თავგანწირვისათვის  თენგიზ  ბლიაძე,სიკვდილის  შემდეგ, დაჯილდოვდა  ვახტანგ   გორგასლის  II ხარისხის  ორდენით.

error: Content is protected !!