სამშობლო უწინარეს ყოვლისა!

ორშაბათი, თებერვალი 10, 2025
29 °c
Tbilisi

სამშობლო უწინარეს ყოვლისა!

ვახტანგ ომარის ძე ელერდაშვილი

კატეგორია: 23-ე ბრიგადა, საარტილერიო დივიზიონი

ვახტანგ ომარის ძე ელერდაშვილი დაიბადა 1969 წლის 11 აპირლს თბილისში, მსახიობების ოჯახში. ცხოვრობდა ქ. სოხუმში. დაამთავრა სოხუმის მე-5 საშ. სკოლა. დედისერთა ვახტანგი ერთ-ერთი პირველი ჩაება საომარ მოქმედებებში.

ვახტანგ  ელერდაშვილი ირიცხებოდა საქართველოს შეიარაღებული ძალების მე-II საარმიო კორპუსის 23-ე მექანიზირებული ბრიგადის საარტილერიო დივიზიონში ასეულის ზემდეგად და მონაწილეობას ღებულობდა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დასაცავად ბრძოლებში 1992 წლიდან, გაგრაში და სოხუმში, მან დიდი მამაცობა გამოიჩინა.

1992 წლის 29 სექტემბერს ვ. ელერდაშვილი გმირულად დაიღუპა სოფ. სომხურ ათარას მისადგომებთან, საქართველოს თავისუფლებისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვისას.
საქართველოს  პრეზიდენტის   განკარგულებით  სამშობლოს   ტერიტორიული  მთლიანობისთვის  ბრძოლაში  გამოჩენილი  გმირობის , ვაჟკაცობისა  და  თავგანწირვისათვის ვახტანგ ელერდაშვილი სიკვდილის  შემდეგ, დაჯილდოვდა  მედლით “მხედრული მამაცობისთვის” და ვახტანგ   გორგასლის  II  ხარისხის  ორდენით.

error: Content is protected !!