სამშობლო უწინარეს ყოვლისა!

ორშაბათი, თებერვალი 10, 2025
29 °c
Tbilisi

სამშობლო უწინარეს ყოვლისა!

ვახტანგ ვალიკოს ძე კალანდია

კატეგორია: 23-ე ბრიგადა, საარტილერიო დივიზიონი

ვახტანგ  ვალიკოს  ძე  კალანდია  დაიბადა 1969  წელს  ქალაქ  აფშერონსკში,კრასნოდარის  მხარეში.  აფხაზეთში  მიმდინარე  საომარი  მოქმედებების  დროს , ირიცხებოდა  საქართველოს  რესპუბლიკის  თავდაცვის  სამინისტროს   23-ე   მექანიზირებული  ბრიგადის  საარტილერიო  დივიზიონში- ასეულის  ზემდეგის  თანამდებობაზე.   ის  აქტიურად  იყო  ჩართული  დივიზიონის  მიერ   ჩატარებულ  ყველა  საბრძოლო  ოპერაციაში. პირნათლად  ასრულებდა  მასზე  დაკისრებულ  მოვალეობებს.

ზემდეგი  ვახტანგ  კალანდია  ერთ-ერთი   პოზიციური  ბრძოლის   დროს , 1993  წლის  17   სექტემბერს  დაიღუპა.  მისი  ნეშტი  აფხაზეთის  ტერიტორიიდან  თბილისში  გადმოასვენეს. დაკრძალულია  კუკიის  ძმათა  სასაფლაოზე.

საქართველოს  პრეზიდენტის    ბრძანებულებით  სამშობლოს   ტერიტორიული  მთლიანობისთვის  ბრძოლაში  გამოჩენილი  გმირობის , ვაჟკაცობისა  და  თავგანწირვისთვის  ვახტანგ  კალანდია , სიკვდილის  შემდეგ, დაჯილდოვდა  ვახტანგ   გორგასლის  III  ხარისხის  ორდენით.

error: Content is protected !!