სამშობლო უწინარეს ყოვლისა!

ორშაბათი, თებერვალი 10, 2025
29 °c
Tbilisi

სამშობლო უწინარეს ყოვლისა!

ვახტანგ რიჩარდის ძე კაპანაძე

კატეგორია: 23-ე ბრიგადა, საარტილერიო დივიზიონი

ვახტანგ რიჩარდის ძე კაპანაძე დაიბადა 1968 წლის 9 ივნისს. დაამთავრა აჩადარის საშუალო სკოლა. 1986 წელს გაიწვიეს სამხედრო-სავალდებულო სამსახურში გერმანიის დემოკრატიულ რესპუბლიკაში.

ქართულ-აფხაზური შეიარაღებული დაპირისპირების დროს, ვახტანგ კაპანაძე,1992 წლის ოქტომბრიდან ირიცხებოდა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს 23-ე ბრიგადის ცალკეული საარტილერიო დივიზიონის მზვერავად. ვახტანგ კაპანაძე 1993 წლის 5 მაისს გუმისთის მისადგომებთან ერთ-ერთი სამხედრო დავალების შესრულების დროს დაიღუპა. დაკრძალულია ქალაქ სოხუმში, ლეჩქოფის სასაფლაოზე.

საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით სამშობლოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში გამოჩენილი გმირობის, ვაჟკაცობისა და თავგანწირვისათვის ვახტანგ კაპანაძე დაჯილდოვდა მედლით „მხედრული მამაცობისათვის“.

საარტილერიო დივიზიონისა და 23-ე ბრიგადის საარტილერიო პოლკის ხელმძღვანელობის მიერ

ვახტანგ კაპანაძე, სიკვდილის შემდეგ, წარდგენილია ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენზე.

error: Content is protected !!