სამშობლო უწინარეს ყოვლისა!

ორშაბათი, თებერვალი 10, 2025
29 °c
Tbilisi

სამშობლო უწინარეს ყოვლისა!

ნუგზარ სოხაძე

კატეგორია: 23-ე ბრიგადა, ტანკსაწინააღმდეგო დივიზიონი

ნუგზარ სოხაძე დაიბადა 1955 წლის 7 დეკემბერს ქ. სოხუმში.

მამა, გრიგორ სოხაძე, მეორე მსოფლიო ომის დროს სანიტარული მატარებლის კომისარი გახლდათ. დედა– თამარ ლოხიშვილი ამავე მატარებელში მედდად მსახურობდა, ასევე იყო აფხაზეთის ომის მონაწილეც.

1971 წელს ნუგზარმა წარჩინებით დაამთავრა სოხუმის მე-6 საშუალო

1977 წელს შევიდა ქ. სოხუმის სუბტროპიკული მეურნეობის ინსტიტუტის ტექნოლოგიურ ფაუკლტეტზე.

1988 წლიდან ომის დაწყებამდე მსახურობდა ქ. სოხუმის საქალაქო საბჭოში მთავარ ინჟინრად. 1992 წლის 14 აგვისტოს, აფხაზეთის ომის დაწყებისთანავე, გამოცხადდა სამხედრო კომისარიატში. დანიშნეს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს 23-ე მექანიზებული ბრიგადის ცალკეული ტანკსაწინააღმდეგო დივიზიონის მეორე ოცეულის მეუთაურად. ჯერ ტამიშთან იბრძოდა, 1993 წლის 15-17 მარტს კი გუმისთაზე იგერიებდა მტერს.  აფხაზეთში  მიმდინარე  საომარი  მოქმედებების  დროს,ნუგზარ  გრიგოლის  ძე  სოხაძე   ირიცხებოდა  საქართველოს  რესპუბლიკის   თავდაცვის  სამინისტროს  მე-2  საარმიო  კორპუსის  23-ე  მექანიზირებული  ბრიგადის   ტანკსაწინააღმდეგო  დივიზიონში  მეორე  მსროლელი  ოცეულის  მეთაურად.

ნუგზარ   სოხაძე  აქტიურად  მონაწილეობდა  ტანკსაწინააღმდეგო  დივიზიონის  მიერ  განხორციელებულ  საბრძოლო  მოქმედებებში. დროულად  და  გულმოდგინედ  ასრულებდა  მეთაურის  ბრძანებებს. თანამებრძოლებს  შორის  სარგებლობდა   კარგი  ავტორიტეტით. 1992  წლის   23   დეკემბერს ,სამშობლოსა  და  ერის წინაშე  თავდადებისთვის  ,საქართველოს  სახელმწიფო  მეთაურისგან  მადლობის  წერილი  მიიღო.

ნუგზარ  სოხაძე  დაიღუპა  1993  წლის  18  სექტემბერს  ქალაქ  სოხუმში –  ერთ-ერთი  საბრძოლო  მოქმედების  დროს.

საქართველოს  პრეზიდენტის  განკარგულებით,სამშობლოს  ტერიტორიული  მთლიანობისთვის  ბრძოლაში  გამოჩენილი  გმირობის, ვაჟკაცობისა  და  თავდადებისათვის  ნუგზარ  სოხაძე   დაჯილდოვდა  მედლით  „ საბრძოლო  დამსახურებისთვის“.

error: Content is protected !!