ბადრი დარცმელია დაიბადა 1970 წლის 11 ოქტომბერს ქალაქ სოხუმში. 1987 წელს დაამთავრა მშობლიური ქალაქის მე-13 საშუალო სკოლა. იმავე წელს ჩაირიცხა საქართველოს სუბტროპიკული მეურნეობის ინსტიტუტში, მექანიზაციის ფაკულტეტზე.
აფხაზეთში საომარი მოქმედებების დროს, ბადრი დარცმელია ირიცხებოდა „ბესლეთის სახალხო ლაშქარში“ მსროლელად. ლაშქართან ერთად მონაწილეობდა ყველა საბრძოლო ოპერაციაში. ბადრი დარცმელიამ აფხაზეთშის ომში თავი გამოიჩინა, როგორც საქართველოს ერთიანობისა და დამოუკიდებლობისათვის თავდადებულმა მებრძოლმა.
ბადრი დარცმელია დაიღუპა 1993 წლის 16 მარტს სოხუმის მასირებული დაბომბვის დროს.