სამშობლო უწინარეს ყოვლისა!

ორშაბათი, თებერვალი 10, 2025
29 °c
Tbilisi

სამშობლო უწინარეს ყოვლისა!

ნოდარ გიგლემიანი

კატეგორია: 24-ე ბრიგადა, 240-ე ბატალიონი

ნოდარ  გიგლემიანი  დაიბადა  1958  წლის  23  მარტს  ოჩამჩირის  რაიონის  სოფელ  ოხურეიში .

დაამთავრა  ოხურეის  საშუალო  სკოლა. სამხედრო-სავალდებულო  სამსახურიც  მოიხადა  და  ოჯახსაც  მოეკიდა- 1989  წელს  ცოლად  შეირთო  აფხაზი  ქალბატონი, შეიქმნა   ლამაზი  ქართულ-აფხაზური  ოჯახი.  1992  წლის  14  აგვისტოს, აფხაზეთის  კონფლიქტის  დაწყების  დღიდანვე , ნოდარ  გიგლემიანი  ირიცხებოდა   საქართველოს   რესპუბლიკის  თავდაცვის  სამინისტროს  მე-2 საარმიო  კორპუსის   24-ე  მექანიზირებული  ბრიგადის  240-ე  ბატალიონში.ნოდარი  ბატალიონის  უშიშარი  და  კეთილსინდისიერი   წევრი  იყო. მეთაურის  ყველა  დავალებას  უყოყმანოდ  ასრულებდა.  რითაც  როგორც ბატალიონის  მეთაურთა, ასევე  თანამებრძოლთა  პატივისცემა  და  სიყვარული  დაიმსახურა.  მონაწილეობდა   ოჩამჩირის  რაიონის  სოფელ  ტამიშთან,მერკულასთან  და  ბესლახუბასთან  გამართულ  საბრძოლო  ოპერაციებში.  იყო  მამაცი  და  უდრეკი  სულის   ჯარისკაცი.

1992  წლის  30   სექტემბერს  ერთ-ერთი  დავალების  შესრულების  დროს  ნოდარი  მოწინააღმდეგემ  ალყაში  მოაქცია  და  ავტომატის   ჯერით  დაცხრილა.  მტერმა  მისი  ცხედრის გატაცება  ვერ  მოასწრო.  დასახმარებლად  მისულმა  მეგობრებმა  მისი   გამოსვენება  და  მშობლიურ  სოფელში  დაკრძალვა  მოახერხეს.

error: Content is protected !!