სამშობლო უწინარეს ყოვლისა!

ორშაბათი, თებერვალი 10, 2025
29 °c
Tbilisi

სამშობლო უწინარეს ყოვლისა!

ზაქრო ბუღვიას ძე დადვანი

კატეგორია: 24-ე ბრიგადა, 240-ე ბატალიონი

ზაქრო  ბუღვიას  ძე  დადვანი  დაიბადა  1950  წლის  5  აპრილს  გულრიფშის  რაიონის  სოფელ  ომარიშარაში.1966  წელს  დაამთავრა  გულრიფშის  რაიონის  სოფელ  გენწვიშის  საშუალო   სკოლა.  1968-1970  წლებში  მსახურობდა  საბჭოთა  არმიის   რიგებში.  1970  წელს  ოჯახი  საცხოვრებლად  გადავიდა  ოჩამჩირის  რაიონის  სოფელ   კოჩარაში. ზაქრო  სოფელში  მექანიზატორად   მუშაობდა.

აფხაზეთში  მიმდინარე  საომარი  მოქმედებების დროს, ზაქრო  დადვანი  ირიცხებოდა  საქართველოს  რესპუბლიკის  თავდაცვის  სამინისტროს   24-ე  მექანიზირებული  ბრიგადის  240-ე  ბატალიონში  რიგითად.  იყო  დისციპლინირებული  და უშიშარი  მეომარი, მეთაურთა  დავალებებსა და  ბრძანებებს  ოპერატიულად  და  გულმოდგინედ  ასრულებდა.

ზაქრო  დადვანი  დაიღუპა  1993  წლის  ივნისში , ოჩამჩირის  რაიონის  სოფელ  ფოქვეშთან, შეტაკების  დროს.

error: Content is protected !!