იური ლუდას ძე ზარქუა დაიბადა 1967 წლის 12 ივლისს,ოჩამჩირის რაიონის სოფელ ოხურეიში. 1985 წელს დაამთავრა ოხურეის საშუალო სკოლა. სკოლის დაწყებისთანავე გაიწვიეს სამხედრო-სავალდებულო სამსახურში. მსახურობდა გერმანიის დემოკრატიულ რესპუბლიკაში. დაამთავრა აჩიგვარის სასოფლო-სამეურნეო ტექნიკუმში.
იური ზარქუა მედგრად იდგა სამშობლოს მთლიანობის დამცველთა რიგებში. 1992 წლის ნოემბრიდან ირიცხებოდა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს მე-2 საარმიო კორპუსის 24-ე მექანიზირებული ბრიგადის 240-ე ბატალიონის პირველ ასეულში ათმეთაურად. ის მონაწილეობდა ბატალიონის მიერ ჩატარებულ საბრძოლო ოპერაციებში სოფლების ოხურეის,მერკულასა და ფოქვეშის მიმართულებით. იყო მამაცი და შეუპოვარი მებრძოლი.
1992 წელს კოჩარის ტერიტორიაზე მომხდარი შეტაკების დროს, იური ზარქუა ხელმძღვანელობდა ჯგუფს, რომელსაც ნაღმებისგან უნდა გაეწმინდა ტერიტორია . მოწინააღმდეგემ საარტილერიო ცეცხლი გაუხსნა მებრძოლებს. დავალების შესრულების დროს ის დაიჭრა და ჰოსპიტალში მიყვანამდე გარდაიცვალა.
იური ზარქუა დაკრძალულია ოჩამჩირის რაიონში, სოფელ ოხურეიში.