მემორანდუმს ხელი აფხაზეთის მეომართა კავშირის თავმჯდომარემ ანზორ მარგიანმა და კლინიკა „ვივამედის“ გენერალურმა დირექტორმა ნინო ნადირაძე – კუზანოვამ მოაწერეს.
მემორანდუმის საფუძველზე, მხარეები მჭიდროდ ითანამშრომლებენ ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრების ჯანმრთელობის დაცვის საკითხებზე, მათთვის სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობაზე. სამედიცინო ცენტრი გამოთქვამს მზადყოფნას, ვეტერანთათვის უზრუნველყოს სამედიცინო მომსახურების შეღავათიანი პირობები და, ასევე, უფასო სამედიცინო მომსახურება წინასწარ შეთანხმებული დროით.
Discussion about this post