აფხაზეთის მეომართა კავშირის თავმჯდომარე ანზორ მარგიანი ზედა ეწერისა და წალენჯიხის დევნილთა კომპაქტურ ჩასახლებებში იმყოფებოდა, სადაც სტიქიურმა მოვლენებმა დიდი ზარალი მიაყენა დევნილ ოჯახებს. გენერალმა ანზორ მარგიანმა შესაბამისი დახმარება გაუწია დაზარალებულებს.
ზედა ეწერში, სადაც დევნილთა საცხოვრებელი სახლიცაა და საბავშვო ბაღიც ძლიერმა ქარმა შენობის სახურავი დააზიანა.
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის „ზღვაიას“ დევნილთა ჩასახლებაში ყოფილი ჩაის ფაბრიკის ბინებში დაზიანდა ორივე კორპუსის საცხოვრებელი სახლი. ხის დაცემის შედეგად ზარალი მიადგა ასევე აფხაზეთიდან დევნილ რომან გოგოხიას ოჯახს.
აღნიშნული პრობლემის აღმოსაფხვრელად შესაბამისი უწყებები მუშაობენ.
Discussion about this post