სამშობლო უწინარეს ყოვლისა!

ორშაბათი, თებერვალი 10, 2025
29 °c
Tbilisi

სამშობლო უწინარეს ყოვლისა!

ელგუჯა ილარიონის ძე ქობალია

კატეგორია: 24-ე ბრიგადა, 240-ე ბატალიონი

ელგუჯა  ილარიონის  ძე  ქობალია  დაიბადა  1962  წლის  17   ოქტომბერს  ოჩამჩირის  რაიონის  სოფელ  მერკულაში.

აფხაზეთში  მიმდინარე  საომარი  მოქმედებების  დროს ,  ელგუჯა  ქობალია   1992  წლის  დეკემბრიდან  ირიცხებოდა   საქართველოს   რესპუბლიკის  ეროვნული  გვარდიის  მე-3  ბრიგადის  მე-4  ბატალიონში, ხოლო შემდეგ,  საქართველოს  რესპუბლიკის  თავდაცვის  სამინისტროს  მე-2   საარმიო  კორპუსის  24-ე  მექანიზირებული  ბრიგადის  240-ე  ბატალიონში  მეტყვიამფრქვევედ. აქტიურად  მონაწილეობდა  ყველა საბრძოლო  ოპერაციაში,  რომელსაც  ბატალიონი  ახორციელებდა.

ელგუჯა  ქობალია, 1993  წლის  29  აგვისტოს  სოფელ  მერკულას  მისადგომებთან , მტერთან  უთანასწორო  ბრძოლაში  დაიღუპა.

error: Content is protected !!