კარლო გიორგის ძე კვარაცხელია დაიბადა 1962 წლის 4 მარტს. საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ დაამთავრა ქალაქ გალის პროფესიულ-ტექნიკური სასწავლებელი.
კარლო კვარაცხელია ირიცხებოდა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს მე-2 სარმიო კორპუსის 24-ე მექანიზირებული ბრიგადის 241-ე ბატალიონში. გაბედული და საზრიანი მებრძოლი აქტიურად მონაწილეობდა არაერთ საბრძოლო ოპერაციაში.
კარლო კვარაცხელია დაიღუპა 1993 წლის 2 ივნისს, ტამიშის დესანტის მოგერიების დროს.