ვალერი ლეოს ძე კუბლაშვილი დაიბადა 1967 წლის 3 მარტს ქალაქ ტყვარჩელში.
თავმდაბალი , კეთილი ბიჭი მუდამ სხვის დამცველად გვევლინებოდა. სიმამაცით,გამბედაობითა და პრინციპულობით ბავშვობიდანვე გამოირჩოდა. მისი ცხოვრება სიკეთისა და გულისხმიერების სიმბოლო იყო, რასაც დღესაც სიამაყით იხსენებენ მეგობრები.
პატრიოტი ბიჭი სამშობლოს გასაჭირში როგორ მიატოვებდა, 1993 წლის 21 მაისიდან ჩაირიცხა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს მე-2 საარმიო კორპუსის 24-ე მექანიზირებული ბრიგადის 241-ე ბატალიონში რიგითად. აქტიურად მონაწილეობდა საბრძოლო ოპერაციებში.
ვალერი კუბლაშვილი საქართველოს ერთიანობისთვის წარმოებულ ბრძოლაში გმირულად დაიღუპა – 1993 წლის 27 ივნისს.
აფხაზეთის ღვიძლი შვილი,სულით ხორცამდე ქართველი ვაჟკაცი, მხოლოდ 26 წლისა იყო… დარჩა აუსრულებელი ოცნებები, დამწუხრებული დედა, რომელმაც სასახელო ვაჟკაცი გაუზარდა დედასამშობლოს…
ვალერი კუბლაშვილი დაკრძალულია ქალაქ თბილისში.