სამშობლო უწინარეს ყოვლისა!

ორშაბათი, თებერვალი 10, 2025
29 °c
Tbilisi

სამშობლო უწინარეს ყოვლისა!

ჯუმბერ ვალიკოს ძე ნარმანია

კატეგორია: 24-ე ბრიგადა, 241-ე ბატალიონი

ჯუმბერ  ვალიკოს  ძე  ნარმანია  დაიბადა  1963  წლის  28  მაისს  ოჩამჩირის  რაიონის  სოფელ  ბესლახუბაში. 1980  წელს  დაამთავრა  ოჩამჩირის  პირველი   საშუალო  სკოლა. შემდეგ  მუშაობდა  სატვირთო  მანქანის  მძღოლად.

აფხაზეთში  მიმდინარე  საომარი  მოქმედებების  დროს,  ჯუმბერ  ნარმანია  ირიცხებოდა  საქართველოს  რესპუბლიკის  თავდაცვის  სამინისტროს  მე-2   სააარმიო  კორპუსის  მექანიზირებული  ბრიგადის  241-ე   ბატალიონში –  რიგით   მებრძოლად.

ჯუმბერ   ნარმანია  აფხაზმა  სეპარატისტებმა  ვერაგულად  მოკლეს  1993  წლის  2  აგვისტოს, ოჩამჩირის  რაიონში,  სოფელ  ბესლახუბაში.

error: Content is protected !!