სამშობლო უწინარეს ყოვლისა!

ორშაბათი, თებერვალი 10, 2025
29 °c
Tbilisi

სამშობლო უწინარეს ყოვლისა!

ვახტანგ მაჟარას ძე ციკოლია

კატეგორია: 24-ე ბრიგადა, 241-ე ბატალიონი

ვახტანგ  მაჟარას  ძე   ციკოლია  დაიბადა  1972   წლის  27  ივლისს  ქალაქ  ოჩამჩირეში.  დაამთავრა  ოჩამჩირის  N5  საშუალო   სკოლა. მოიხადა   სამხედრო-სავალდებულო  სამსახური. აფხაზეთში  შეიარაღებული  კონფლიქტის  დროს  ვახტანგი  გამოცხადდა  ოჩამჩირის  სამხედრო  კომისარიატში  და  საქართველოს  თავდაცვის  სამინისტროს  მე-2   საარმიო   კორპუსის  24-ე   მექანიზირებული  ბრიგადის  241-ე  ბატალიონის  პირად  შემადგენლობაში რიგით  მებრძოლად  ჩაირიცხა.  მონაწილეობდა  ბატალიონის  მიერ  ჩატარებულ  საბრძოლო  ოპერაციებში.

რიგითი  ვახტანგ  ციკოლია , 1993  წლის  24  თებერვალს, სოფელ  ბესლახუბაში, ერთ-ერთი საბრძოლო  დავალების  შესრულების  დროს  მძიმედ დაიჭრა.  ოჩამჩირის  სამხედრო  ჰოსპიტალში  გადაიყვანეს,  მაგრამ  ოპერაციის   დროს   გარდაიცვალა.

error: Content is protected !!