ვალტერ ამირანის ძე ჭკადუა დაიბადა 1972 წლის 1 თებერვალს გალის რაიონის სოფელ აჩიგვარაში.
1993 წლის იანვრიდან ვალტერ ჭკადუა ირიცხებოდა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს მე-2 საარმიო კორპუსის 24-ე მექანიზირებული ბრიგადის 241-ე ბატალიონში რიგით მებრძოლად. აქტიურად მონაწილეობდა ბატალიონის მიერ წარმოებულ ყველა საბრძოლო ოპერაციაში _ ბესლახუბა-მერკულა-ტყვარჩელის მიმართულებით… სოფელ მერკულაში, 1993 წლის 28 თებერვალს, საბრძოლო დავალების შესრულების დროს ვალტერ ჭკადუა გმირულად დაიღუპა. ის ბრძოლის ველიდან თანამებრძოლებმა _ პაატა კიკალეიშვილმა და ზური ლაცუზბაიამ გამოასვენეს.
დაკრძალულია გალის რაიონის სოფელ აჩიგვარაში.
საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით სამშობლოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში გამოჩენილი გმირობის, ვაჟკაცობისა და თავგანწირვისათვის ვალტერ ჭკადუა, სიკვდილის შემდეგ, დაჯილდოვდა.
ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენით.