სამშობლო უწინარეს ყოვლისა!

ორშაბათი, თებერვალი 10, 2025
29 °c
Tbilisi

სამშობლო უწინარეს ყოვლისა!

ბოჩია (ნუგზარ) სანდროს ძე ბებია

კატეგორია: 24-ე ბრიგადა, 242-ე ბატალიონი

ბოჩია (ნუგზარ) სანდროს ძე  ბებია  დაიბადა 1952  წლის 22 ნოემბერს ქალაქ ოჩამჩირეში. დაამთავრა სოფელ ცაგერას  საშუალო სკოლა. სამხედრო-სავალდებულო  სამსახურის  მოხდის შემდეგ  მუშაობდა  ტაქსის  მძღოლად.

ქართულ-აფხაზური  შეიარაღებული  დაპირისპირების  დროს,ბოჩია  ბებია  1993  წლის  1 მარტიდან  ირიცხებოდა  საქართველოს  რესპუბლიკის  თავდაცვის  სამინისტროს  მე-2  საარმიო  კორპუსის  24-ე  მექანიზირებული  ბრიგადის  242-ე  (ცაგერის ) ბატალიონის  რიგებში. გამოირჩეოდა  პრინციპულობითა  და  გამბედაობით.

1993 წლის  4  ივნისს,როდესაც  სოფელ  ცაგერაზე  მორიგი  შეტევა  განხორციელდა,ბოჩია აქტიურად  ჩაება  საბრძოლო  ოპერაციაში  და  გმირულად  დაიღუპა.

ბოჩია  ბებია  დაკრძალულია  მშობლიურ  ცაგერში.

error: Content is protected !!