ბონდო დავითის ძე ბენიძე დაიბადა 1962 წლის 2 ივნისს ოჩამჩირის რაიონის სოფელ ცაგერაში. დაამთავრა ცაგერის საშუალო სკოლა. სწავლობდა სოხუმის სამხატვრო სასწავლებელში.
აფხაზეთში მიმდინარე საომარი მოქმედებების დროს,ბონდო ბენიძე 1993 წლის 1 მარტიდან ირიცხებოდა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს მე-2 საარმიო კორპუსის 24-ე მექანიზირებული ბრიგადის 242-ე ბატალიონში რიგირთ მებრძოლად.
ბონდო ბენიძე დაიღუპა 1993 წლის 3 იანვარს სოფელ ცხენისწყალთან გამართული ორთაბრძოლის დროს. დაკრძალულია სოფელ ცაგერაში.