დიმიტრი (მარლენი) გახოკიძე დაიბადა 1966 წლის 22 ივლისს ოჩამჩირის რაიონის სოფელ ცაგერაში. საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ, სამხედრო-სავალდებულო სამსახური მოიხადა.
აფხაზეთში მიმდინარე საომარი მოქმედებების დროს,1992 წლის 15 აგვისტოდან ირიცხებოდა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს 24-ე ბრიგადის 242-ე ბატალიონში.
დიმიტრი გახოკიძე 1992 წლის 17 ოქტომბერს ოჩამჩირის რაიონში, ტამიშთან გამართული საბრძოლო მოქმედებების დროს გმირულად დაიღუპა. დაკრძალულია სოფელ ცაგერაში.