სამშობლო უწინარეს ყოვლისა!

ორშაბათი, თებერვალი 10, 2025
29 °c
Tbilisi

სამშობლო უწინარეს ყოვლისა!

ბაკურ ბიძინას ძე გიგლემიანი

კატეგორია: 24-ე ბრიგადა, 242-ე ბატალიონი

ბაკურ  ბიძინას  ძე  გიგლემიანი  დაიბადა   1964  წლის  4  მაისს,დაამთავრა  მესტიის  რაიონის სოფელ  წვირმის  საშუალო  სკოლა. 80-იანი  წლებიდან   გიგლემიანების  ოჯახი  სვანეთიდან საცხოვრებლად  აფხაზეთში , ოჩამჩირის  რაიონის  სოფელ  კოჩარაში გადავიდა.

აფხაზეთში  მიმდინარე  საომარი  მოქმედებების  დროს,ბაკურ  გიგლემიანი, 1992  წლის ივლისიდან  ირიცხებოდა  ეროვნული  გვარდიის  მე-4  ბატალიონის  მსროლელად. შემდეგ  კი საქართველოს  რესპუბლიკის  თავდაცვის   სამინისტროს  მე-2  საარმიო  კორპუსის  24-ე მექანიზირებული  ბრიგადის  242-ე  ბატალიონში. მონაწილეობდა   არაერთ  საბრძოლო ოპერაციაში. პირნათლად  ასრულებდა  მეთაურის  დავალებებსა  და  ბრძანებებს.

ბაკურ  გიგლემიანი  დაიღუპა  1992  წლის  18  ოქტომბერს,ოჩამჩირის  რაიონის  სოფელ კოჩარაში  მიმდინარე  საბრძოლო  მოქმედებების  დროს.

error: Content is protected !!