რამაზ ოთარის ძე გოგილავა დაიბადა 1960 წლის 5 დეკემბერს ოჩამჩირის რაიონის სოფელ კოჩარაში.
1977 წელს დაამთავრა სოფელ კოჩარას შოთა რუსთაველის სახელობის საშუალო სკოლა. მოიხადა სამხედრო-სავალდებულო სამსახური.
ზემდეგი რამაზ გოგილავა თავიდან ირიცხებოდა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს ეროვნული გვარდიის 28-ე ბატალიონში,შემდეგ საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს მე-2 საარმიო კორპუსის 24-ე მექანიზირებული ბრიგადის 242-ე ბატალიონში. მონაწილეობდა ტამიში,შრომა,მერკულა,გაგრა,ცხენისწყლის მიმართულებით მიმდინარე საბრძოლო ოპერაციებში.
რამაზ გოგილავა დაიღუპა 1992 წლის 6 დეკემბერს სოფელ ცხენისწყალთან მიმდინარე შეტაკების დროს.
დაკრძალულია ოჩამჩირის რაიონის სოფელ ილორში.
რამაზ გოგილავას დარჩა მეუღლე და ორი შვილი.