სამშობლო უწინარეს ყოვლისა!

ორშაბათი, თებერვალი 10, 2025
29 °c
Tbilisi

სამშობლო უწინარეს ყოვლისა!

გენადი სევერიანის ძე ვეკუა

კატეგორია: 24-ე ბრიგადა, 242-ე ბატალიონი

გენადი  სევერიანის  ძე  ვეკუა  დაიბადა  1966  წლის  15  აგვისტოს  ოჩამჩირის  რაიონის  სოფელ კოჩარაში. კოჩარის  საშუალო  სკოლის  დამთავრების  შემდეგ  სამხედრო-სავალდებულო  სამსახური  მოიხადა  ქალაქ  ჩელიაბინსკში.

აფხაზეთში  მიმდინარე  საომარი  მოქმედებების  დროს,  1992-1993 წლებში,  გენადი  ვეკუა  ირიცხებოდა  საქართველოს   რესპუბლიკის  თავდაცვის  სამინისტროს  მე-2  საარმიო  კორპუსის  24-ე  მექანიზირებული  ბრიგადის   242-ე  ბატალიონში  რიგით  მსროლელად.  მონაწილეობდა  აღნიშნული  ბრიგადის  სარდლების  მიერ  დაგეგმილ  ოპერაციებში –  კოჩარასთან, ლაბრასთან, ცაგერასთან.

ფრონტის  ხაზზე  მდგომარეობა  ყოველდღიურად  მძიმდებოდა, გულანთებული  მეომრები ხედავდნენ, როგორ  სუსტდებოდა  ჩვენი  პოზიციები,  მაგრამ  უკან  დახევა, გოჯი  მიწის  დათმობა  არავის  უფიქრია…  უფრო  მეტი  შემართებით, ზოგჯერ  იარაღის  გარეშეც  იცავდნენ…  განწირული  სოფლიდან  გაქცევა  არავის  უცდია.

1993  წლის  5 მაისს,  სოფელ  ცაგერას  მისადგომებთან  მიმდინარე  ორთაბრძოლისას  მტრის  ტყვიამ  იმსხვერპლა  როგორც  გენადის,  ასევე  მისი მამისა  და  ძმის  სიცოცხლე.

გენადი   ვეკუა  დაკრძალულია  სოფელ  კოჩარაში.

ვეკუების გმირობა სამაგალითოა…. ასეთი  ოჯახები  ქმნიან   ძლიერ სახელმწიფოს… ასეთი  ისტორიები  თაობიდან  თაობებს  გადაეცემა…   უკვდავება  მათ  სახელებს…

error: Content is protected !!