ედიკ სევერიანის ძე ვეკუა დაიბადა 1961 წლის 11 ივლისს ოჩამჩირის რაიონის სოფელ კოჩარაში.
საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ სამხედრო – სავალდებულო სამსახური მოიხადა ქალაქ ლებედიანსკში. დაამთავრა სოხუმის სუბტროპიკული მეურნეობის ინსტიტუტი.
აფხაზეთში მიმდინარე საომარი მოქმედებების დროს, ედიკ ვეკუა 1992 წლიდან ირიცხებოდა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს მე-2 საარმიო კორპუსის 24-ე მექანიზირებული ბრიგადის 242-ე ბატალიონში რიგით მსროლელად.ედიკ ვეკუა მონაწილეობდა ბატალიონის მიერ სოფელ კოჩარაში, ლაბრაში,ცაგერაში წარმოებულ საბრძოლო ოპერაციებში.
ედიკ ვეკუა 1993 წლის 5 მაისს,სოფელ კოჩარასთან გამართული საბრძოლო მოქმედებების დროს დაიღუპა. დაკრძალულია იქვე, მამისა და ძმის გვერდით.
ოცდაცამეტი წლის ვაჟკაცს გაცნობიერებული ჰქონდა ვალი, პასუხისმგებლობა საკუთარი ერის, ხალხის წინაშე. ასეთი გმირები დამარცხებას ვერ ეგუებიან… ან სიკვდილი, ან გამარჯვება… ჩამოშლილ სახელმწიფოში, საკუთარი სულისკვეთების ამარად დარჩენილები გულით დაუდგნენ მომხვდურს, მტრის ტყვიაც კი გულით დაუჭერია ედიკას… სიკვდილი ერთხელ , ყველასთან მოდის… ასეთი სიკვდილი რჩეულთა ხვედრია… ალბათ, სიცოცხლის ბოლო წუთებშიც მისი ფიქრი საჯიჯგნად ქცეული სამშობლო იყო…
სამარადისო დიდება გმირებს…