ვარდენ ვასილის ძე ირემაძე დაიბადა 1951 წლის 9 ივნისს ოჩამჩირის რაიონის სოფელ ცაგერაში.
სკოლის დამთავრების შემდეგ მოიხადა სამხედრო-სავალდებულო სამსახური. მუშაობდა ოჩამჩირის რაიონის სოფელ არადუს საბჭოთა მეურნეობაში, მექანიზატორად.
აფხაზეთში საომარი მოქმედებების დაწყებისთანავე, ვარდენ ირემაძე ჩაირიცხა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს მე-2 საარმიო კორპუსის 24-ე მექანიზირებული ბრიგადის 242-ე ბატალიონში. ვარდენი მამაცი და უშიშარი მებრძოლი იყო, თავი გამოიჩინა , როგორც სამშობლოზე უსაზღვროდ შეყვარებულმა , თავგანწირულმა ვაჟკაცმა.
1993 წლის 3 იანვარს,სოფელ ცხენისწყალთან გამართულ შეტაკებაში გმირულად დაეცა ბრძოლის ველზე.
ვარდენ ირემაძე დაკრძალულია სოფელ ცაგერაში.