როინ დომეს ძე ლეჟავა დაიბადა 1952 წლის 6 იანვარს. დაამთავრა სოფელ ლეკუხონის საშუალო სკოლა.
აფხაზეთში მიმდინარე საომარი მოქმედებების დროს , როინ ლეჟავა 1993 წლის 1 მარტიდან ირიცხებოდა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს მე-2 საარმიო კორპუსის 24-ე მექანიზირებული ბრიგადის 242-ე ბატალიონში,აქტიურად მონაწილეობდა ბატალიონის მიერ მოქვი-ტამიშის შორის გამავალ საბრძოლო ხაზზე განხორციელებულ ოპერაციებში.
1993 წლის 5 მარტს, სოფელ ცაგერაში , მტრის მიერ გასროლილმა ჭურვმა , სანგარში მყოფი როინ ლეჟავას სიცოცხლე იმსხვერპლა.