სამშობლო უწინარეს ყოვლისა!

ორშაბათი, თებერვალი 10, 2025
29 °c
Tbilisi

სამშობლო უწინარეს ყოვლისა!

ამირან  შალვას  ძე  ორმოცაძე 

კატეგორია: 24-ე ბრიგადა, 242-ე ბატალიონი

ამირან  შალვას  ძე  ორმოცაძე  დაიბადა  1940  წლის  6  ივნისს  ვანის  რაიონში.  1947  წლიდან  ოჯახი  საცხოვრებლად   ოჩამჩირის  რაიონის  სოფელ  კოჩარაში  გადმოვიდა.  დაამთავრა კოჩარის  საშუალო  სკოლა. მოიხადა  სამხედრო-სავალდებულო  სამსახური. ომის  დაწყებამდე  მუშაობდა  კოჩარის სოფლის  საბჭოში  სამხედრო  მაგიდის  უფროსად.

ამირან  ორმოცაძე  აფხაზეთში  მიმდინარე  საომარი  მოქმედებების  დროს  ირიცხებოდა  საქართველოს  რესპუბლიკის  თავდაცვის  სამინისტროს  მე-2  საარმიო  კორპუსის  24-ე  მექანიზირებული  ბრიგადის  242-ე  ბატალიონში.

1993  წლის  4  იანვარს  სოფელ  ლაბრასთან  მიმდინარე  საბრძოლო  მოქმედებების  დროს  ამირან  ორმოცაძე  გმირულად  დაიღუპა.

ამირან  ორმოცაძეს  დარჩა  მეუღლე  და  სამი  შვილი.

error: Content is protected !!