ასტამურ ძუკუს ძე ფანცულაია დაიბადა 1943 წლის 1 აგვისტოს ოჩამჩირის რაიონის სოფელ კოჩარაში.
1961 წელს დაამთავრა ამავე სოფლის საშუალო სკოლა. სამხედრო-სავალდებულო სამსახური მოიხადა გერმანიაში. დემობილიზაციის შემდეგ სწავლა განაგრძო საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში. სასწავლებლის დამთავრების შემდეგ მუშაობდა ქალაქ ოჩამჩირის ტექნიკური ბიუროს უფროსად. 1971 წელს საცხოვრებლად გადავიდა ქალაქ ტყვარჩელში.
აფხაზეთსი მიმდინარე საომარი მოქმედებების დროს, 1992 წლის სექტემბრიდან ირიცხებოდა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს 24-ე მექანიზირებული ბრიგადის 242-ე ბატალიონში.
ასტამურ ფანცულაია დაიღუპა 1993 წლის 16 იანვარს, სოფელ კოჩარაში მიმდინარე საბრძოლო ოპერაციის დროს.
ასტამურ ფანცულაიას დარჩა მეუღლე და სამი შვილი.