შოთა საშიკოს ძე შუბითიძე დაიბადა 1947 წლის 12 მაისს სოფელ კოჩარაში.
აფხაზეთში მიმდინარე საომარი მოქმედებების დროს, შოთა შუბითიძე ირიცხებოდა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს მე-2 საარმიო კორპუსის 24-ე ბრიგადის 242-ე მექანიზირებულ ბატალიონში – რიგით მსროლელად. მონაწილეობდა ბრიგადის მიერ დაგეგმილ სამხედრო ოპერაციებში, სოფელ კოჩარასა და ცაგერას მისადგომებთან.
1993 წლის 5 მაისს , სოფელ კოჩარასთან ,მტერთან ერთ-ერთი შეტაკების დროს , შოთა შუბითიძე გმირულად დაიღუპა. დაკრძალულია კოჩარის სასაფლაოზე.