სამშობლო უწინარეს ყოვლისა!

ორშაბათი, თებერვალი 10, 2025
29 °c
Tbilisi

სამშობლო უწინარეს ყოვლისა!

გელა ვლადიმერის ძე ჩხეტიანი

კატეგორია: 24-ე ბრიგადა, 242-ე ბატალიონი

გელა  ვლადიმერის  ძე  ჩხეტიანი  დაიბადა  1955  წლის  10  ივლის  ოჩამჩირის  რაიონის  სოფელ  ცაგერაში.

1972  წელს  დაამთავრა  ქალაქ  ოჩამჩირის  პირველი  საშუალო  სკოლა.  1978  წელს  კი,  სოხუმის    ინდუსტრიული  ტექნიკუმი.  1983  წლიდან  მუშაობდა  ოჩამჩირის  რაიონის  სოფელ   არადუს  მეურნეობაში , მშენებელ-ინჟინრად.

აფხაზეთში  მიმდინარე  საომარი   მოქმედებების  დროს, ირიცხებოდა   საქართველოს  რესპუბლიკის  თავდაცვის  სამინისტროს  მე-2  საარმიო  კორპუსის  24-ე  მექანიზირებული  ბრიგადის  242-ე  ბატალიონის  რიგებში.  1992  წლის   11  დეკემბრიდან  მეთაურობდა  ამავე ბატალიონის  I  ასეულს.  აქტიურად  მონაწილეობდა  ოჩამჩირის  რაიონის  სოფლებში  (კოჩარა,  ტამიში,  ცხენისწყალი)  მიმდინარე  საომარ  მოქმედებებში. ამ ბრძოლებში  გამოჩენილი   მამაცობისთვის  მიენიჭა  სამხედრო  წოდება- „ უფროსი  ლეიტენანტი“.

1993  წლის  16  მაისს, სოფელ  ცაგერაში  მიმდინარე  საბრძოლო  ოპერაციის  დროს   სასიკვდილოდ  დაიჭრა.

გელა  ჩხეტიანს  დარჩა  მეუღლე   და  ორი  შვილი.

error: Content is protected !!