ნოდარ ხარაიშვილი დაიბადა 1938 წლის 6 აპრილს საჩხერის რაიონის სოფელ ღოდორაში. მოგვიანებით ოჯახი საცხოვრებლად კოჩარაში გადავიდა. სამხედრო- სავალდებულო სამსახურის მოხდის შემდეგ, ნოდარი კოლმეურნეობაში მუშაობდა. 1964 წელს დაოჯახდა.
აფხაზეთში საომარი მოქმედებების დაწყების დღიდან რიგითი ნოდარ ხარაიშვილი საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს მე-2 საარმიო კორპუსის 24-ე მექანიზირებული ბრიგადის 242-ე ბატალიონის მებრძოლი იყო.
1992 წლის 29 დეკემბერს სოფელ კოჩარასთან გამართულ უთანასწორო ბრძოლაში- ნოდარ ხარაიშვილი გმირულად დაიღუპა.
ნოდარ ხარაიშვილს დარჩა მეუღლე და სამი შვილი.