იმერი აქვსენტის ძე აკობიძე აფხაზეთში მიმდინარე საომარი მოქმედებების დროს ირიცხებოდა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს მე-2 საარმიო კორპუსის 24-ე მექანიზირებული ბრიგადის 243-ე ბატალიონში მოხალისედ. აქტიურად მონაწილეობდა ბატალიონის მიერ სოფელ მოქვსა და მერკულაში განხორციელებულ საბრძოლო ოპერაციებში. იმერი აკობიძე გამოირჩეოდა შეუპოვრობითა და თავდადებით. თანამებრძოლებს შორის ნდობითა და სიყვარულით სარგებლობდა.
იმერი აკობიძე დაიღუპა 1993 წლის 8 მაისს, სოფელ არადუში, მტრის ფართომასშტაბიანი შემოტევის დროს.