ვალერი ოთარის ძე ბენდელიანი
კატეგორია:
24-ე ბრიგადა, 243-ე ბატალიონი
ვალერი ოთარის ძე ბენდელიანი
დაიბადა 1957 წლის 10 მარტს ოჩამჩირის რაიონის სოფ. არადუში.
ქ. სოხუმის სკოლა-ინტერნატის დამთავრების შემდეგ, 1977 წელს დაამთავრა მექანიკური სასწავლებელი. პინათლად მოიხადა სამხედრო სავალდებულო სამსახური.
ვალერი უაღრესად გულთბილი, გამორჩეული მეუღლე, მამა და მეგობარი იყო. გამოირჩეოდა სიკეთიდა და ვაჟკაცობით. უზომოდ უყვარდა სამშობლო, სწორედ სამშობლოს სიყვარულმა ააღებინა იარაღი ხელში და ვაჟკაცურად იბრძოდა კიდეც აფხაზეთში საომარი მოქმედებების დაწყების პირველივე დღიდან. იგი მსახურობდა 24-ე ბრიგადის 243-ე ბატალიონში, აქტიურ მონაწილეიობას ღებულობდა ყველა საბრძოლო ოპერაციაში, პირნათლად ასრულებდა მეთაურის ყველა საბრძოლო დავალებას, თანამებრძოლებს შორის სარგებლობდა კარგი ავტორიტეტით.
1993 წლის 29 თებერვალს მძიმედ დაიჭრა, 2 მარტს კი მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაიცვალა. დასაფლავებულია სოფ. არადუში.
ყოველთვის გწანდეს, რომ საქართველო მხოლოდ ისეთმა ვაჯკაცებმა მოიტანეს მხრებით დღევანდლამდე, როგორისც ის იყო. მისი და მის მსგავსთა სულები მოგვიწოდებენ ისევ ვიხსნათ, გავაერთიანოთ და ავაღორძინოთ ჩვენი სამშობლო. მისი ვაჟკაცები მიხეილი და მალხაზი კი არასოდეს დაივიწყებენ გმირი მამის სახელს და საამაყო თაობას გაზრდიან ვალერი ბენდელიანის სახელით.