იგორ შალავას ძე ბენიძე დაიბადა 1959 წელს ოჩამჩირის რაიონის სოფელ არადუში.
აფხაზეთში მიმდინარე საომარი მოქმედებების დროს,იგორ ბენიძე ირიცხებოდა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს მე-2 საარმიო კორპუსის 24-ე მექანიზირებული ბრიგადის 243-ე ბატალიონში. აქტიურად მონაწილეობდა ბატალიონის მიერ წარმოებულ საბრძოლო მოქმედებებში.
იგორ ბენიძე 1993 წლის 29 დეკემბერს ,მორიგი დავალების შესრულების დროს გმირულად დაიღუპა.