სამშობლო უწინარეს ყოვლისა!

ორშაბათი, თებერვალი 10, 2025
29 °c
Tbilisi

სამშობლო უწინარეს ყოვლისა!

ტარიელ დავითის ძე გასვიანი

კატეგორია: 24-ე ბრიგადა, 243-ე ბატალიონი

ტარიელ  დავითის  ძე  გასვიანი დაიბადა  1968  წლის  17  ოქტომბერს ოჩამჩირის  რაიონის სოფელ არადუში. იქვე  დაამთავრა  საშუალო  სკოლა. მოიხადა  სამხედრო-სავალდებულო სამსახური. 24  წლის  ვაჟკაცი ბედნიერ  მომავალზე  ოცნებობდა, მაგრამ  აფხაზეთში  ომი დაიწყო და ტარიელმაც  ჯარისკაცის  ფარაჯა  ჩაიცვა.

1993  წლის  16  სექტემბერს,მტერთან  შეტაკების  დროს მძომედ დაიჭრა… იმ  დღეს განუმეორებელი  გმირობა ჩაიდინა, ათეულობით  თანასოფლელი  იხსნა  დაღუპვისგან. არავინ ელოდა  მის  გადარჩენას,მაგრამ  სასწაული  მოხდა და გადარჩა. მძიმე დარტყმა  იყო  ძმასავით თანაშეზრდილი  მეგობრის  რომან  ომანაძის  დაღუპვა. ტარიელს  ერთი  დღითაც  არ  გაუგდია იარაღი  ხელიდან. სოხუმის  დაცემის  შემდეგაც   განაგრძობდა  პარტიზანულ  ბრძოლას.

1998 წლის  25  მაისს,გალის  მოვლენების  დროს,ტარიელ  გასვიანი  გმირულად  დაეცა  იმ მიწაზე,რომლისთვისაც  ასე  თავდაუზოგავად  იბრძოდა. გმირ  ვაჟკაცს  დარჩა  18  წლის მეუღლე  და  4  თვის  შვილი.

error: Content is protected !!