სამშობლო უწინარეს ყოვლისა!

ორშაბათი, თებერვალი 10, 2025
29 °c
Tbilisi

სამშობლო უწინარეს ყოვლისა!

დავით თორდინავა

კატეგორია: 24-ე ბრიგადა, 243-ე ბატალიონი

დავით  თორდინავა  დაიბადა  1972  წლის  9  სექტემბერს  მარტვილის  რაიონში. დაამთავრა ქალაქ  ოჩამჩირის   მე-4  საშუალო  სკოლა.

დავით  თორდინავა  1992  წლიდან  ირიცხებოდა   საქართველოს  რესპუბლიკის  თავდაცვის სამინისტროს  მე-2  საარმიო  კორპუსის  24-ე  მექანიზირებული  ბრიგადის  243-ე  ბატალიონის პირადი  შემადგენლობის  რიგებში  ყუმბარმტყორცნელთა  თანაშემწედ. მონაწილეობდა ოჩამჩირის  ტერიტორიაზე  მიმდინარე  საბრძოლო  მოქმედებებში.

დავით  თორდინავა, როგორც  ერთ-ერთი  რიგითი  მეომარი, ბოლო  წუთებამდე  იცავდა საკუთარი  ბატალიონის  საბრძოლო  მონაკვეთებს  სოფელ  მერკულაში. ასევე  აქტიურად იბრძოდა  აფხაზური  დასახლებებიდან – ჭლოუს,თხინას,მოქვის მხრიდან  განხორციელებული შემოტევების  მოსაგერიებლად.

1993 წლის  22  სექტემბერს, სოფელ  ტამიშის   განთავისუფლებისთვის  წარმოებული ბრძოლების  დროს,დავით  თორდინავა  მძიმედ  დაიჭრა. მისი  ჰოსპიტალიზება  მოხდა თბილისის  რესპუბლიკურ  საავადმყოფოში,სადაც  გარდაიცვალა  1993  წლის  29  სექტემბერს.

დავით  თორდინავა  დაკრძალულია  ზუგდიდის  რაიონის  სოფელ  რუხში.

error: Content is protected !!