სამშობლო უწინარეს ყოვლისა!

ორშაბათი, თებერვალი 10, 2025
29 °c
Tbilisi

სამშობლო უწინარეს ყოვლისა!

ჭიჭიკო ალექსანდრეს ძე კოპალიანი

კატეგორია: 24-ე ბრიგადა, 243-ე ბატალიონი

ჭიჭიკო  ალექსანდრეს  ძე  კოპალიანი  დაიბადა  1938   წელს  ოჩამჩირის  რაიონის  სოფელ არადუში.

ჭიჭიკო  კოპალიანი  ბედნიერად  ცხოვრობდა  თავის  ლამაზ  ოჯახთან  ერთად,ვიდრე მათი  სიმშვიდე  აფხაზეთის ომის დაწყებამ  დაარღვია.

აფხაზეთში  მიმდინარე  საბრძოლო  მოქმედებების  დროს,ირიცხებოდა  საქართველოს რესპუბლიკის  მე-2  საარმიო  კორპუსის  24-ე  ბრიგადის   243-ე  ბატალიონის  პირადი შემადგენლობის  რიგებში.

ჭიჭიკო  კოპალიანი  დაიღუპა  1993  წლის  29  სექტემბერს, ის  ერთ-ერთი  იმ გმირთაგანია,რომლის  საფლავი  დღემდე  უცნობია. ამ  ომს  შეეწირა  მისი  შვილი  ვენორ კოპალიანი,რომელიც  აფხაზეთის  ომის  დაწყებისთანავე  იარაღით  ხელში  იცავდა  სამშობლოს  ტერიტორიულ  მთლიანობას. მისი  საბრძოლო  მოქმედება  გამოირჩეოდა სამხედრო  საქმის  მაღალი  ცოდნით,რისთვისაც  დაჯილდოვდა  მედლით „საბრძოლო მამაცობისთვის“. ის  აფხაზეთის  დაცემის  შემდეგ  მსახურობდა  სხვადასხვა  ძალოვან სტრუქტურაში. 1998  წლის  14  იანვარი  ვენორისთვის  საბედისწერო  აღმოჩნდა… მშობლიურ კუთხეს  და  დიდ  გულისტკივილს  აფხაზეთს  დაუბრუნდა. ადგილს,სადაც  მამის  საფლავი ეგულებოდა.  სამწუხაროდ  ვერ  შეძლო  უკან  დაბრუნება, გმირულად  დაიღუპა  აფხაზეთში.

error: Content is protected !!