ოთარ პლატონის ძე კოპალიანი დაიბადა 1930 წლის 2 იანვარს ქალაქ ცაგერში.
საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ,სამხედრო-სავალდებულო სამსახურში გაიწვიეს,საიდანაც ოფიცრის წოდებით ჩამოვიდა. მოგვიანებით სწავლა განაგრძო ქუთაისის ტექნიკურ სასწავლებელში. ტექნიკუმის დამთავრების შემდეგ მუშაობა დაიწყო ოჩამჩირის რაიონის მეურნეობაში,მთავარ აგრონომად.
1992 წლის 14 აგვისტოდან ,აფხაზეთში საომარი მოქმედებების დაწყებისთანავე ოთარ კოპალიანი საბრძოლო ოპერაციებში ჩაება.
ოთარი სოფელ არადუში ჩამოყალიბებული სახალხო რაზმის ერთ-ერთ ბატალიონს ხელმძაღვანელობდა და იცავდა სოფლის მისადგომებს. საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს მე-2 საარმიო კორპუსის 24-ე მექანიზირებული ბრიგადის 243-ე ბატალიონის ჩამოყალიბებისთანავე ოთარ კოპალიანი ამ ბატალიონის ოცმეთაურად დაინიშნა. აქტიურად მონაწილეობდა სოფელ არადუს დაცვის ოპერაციაში.
ოთარ კოპალიანი დაიღუპა 1993 წლის 29 სექტემბერს, არადუს მისადგომებთან მიმდინარე საომარი მოქმედებების დროს.