სამშობლო უწინარეს ყოვლისა!

ორშაბათი, თებერვალი 10, 2025
29 °c
Tbilisi

სამშობლო უწინარეს ყოვლისა!

ცეზარ დადაშის ძე კოპალიანი

კატეგორია: 24-ე ბრიგადა, 243-ე ბატალიონი

ცეზარ  დადაშის  ძე  კოპალიანი  დაიბადა  1957  წლის  11  აპრილს   ოჩამჩირის  რაიონის სოფელ  არადუში. რვა  კლასის  დამთავრების  შემდეგ  სწავლა  განაგრძო  ქუთაისის  სამთო ტექნიკუმის  არქიტექტურის  განყოფილებაზე,რომელიც  წარჩინებით  დაამთავრა.

1975-1977 წლებში  გაიარა  სამხედრო-სავალდებულო  სამსახური. ჯარიდან  დაბრუნებულმა მუშაობა  დაიწყო არადუს  საშუალო  სკოლაში  სამხედრო  მომზადების მასწავლებლად.

აფხაზეთში მიმდინარე  საომარი მოქმედებების  დროს ,ცეზარ  კოპალიანი  ირიცხებოდა საქართველოს  რესპუბლიკის  თავდაცვის  სამინისტროს  მე-2  საარმიო  კორპუსის  24-ე მექანიზირებული  ბრიგადის  243-ე  ბატალიონში. იყო ოცმეთაური.

ცეზარ კოპალიანი დაიღუპა 1993  წლის  16  სექტემბერს, ერთ-ერთი  საბრძოლო  ოპერაციის დროს. დარჩა  მეუღლე  და  ორი  მცირეწლოვანი  შვილი.

error: Content is protected !!