სამშობლო უწინარეს ყოვლისა!

ორშაბათი, თებერვალი 10, 2025
29 °c
Tbilisi

სამშობლო უწინარეს ყოვლისა!

ბადრი გიორგის ძე ომანაძე

კატეგორია: 24-ე ბრიგადა, 243-ე ბატალიონი

ბადრი  გიორგის  ძე  ომანაძე  დაიბადა  1947  წლის  10  იანვარს.

აფხაზეთში  მიმდინარე  საომარი  მოქმედებების  დროს,ბადრი  ომანაძე  1992  წლის  11 დეკემბრიდან  ირიცხებოდა   საქართველოს  რესპუბლიკის   თავდაცვის  სამინისტროს  მე-2 საარმიო  კორპუსის  24-ე  ბრიგადის  243-ე  ბატალიონში. დისციპლინირებული  და  მამაცი  მეომარი მონაწილეობდა  ყველა  საბრძოლო  ოპერაციაში, რაც  კი  ბატალიონს განუხორციელებია.

ბადრი  ომანაძე  და  მისი  თანამებრძოლები , 1993  წლის  29  სექტემბერს სოფელ არადუში  მიმდინარე  თავდაცვითი  ოპერაციის  დროს  აფეთქებულ  ტანკში  დაიღუპნენ.

 

error: Content is protected !!