ლეო ლავრენტის ძე ომანაძე დაიბადა 1947 წლის 10 აპრილს ოჩამჩირის რაიონის სოფელ არადუში.
აფხაზეთში მიმდინარე საომარი მოქმედებების დროს, ირიცხებოდა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს მე-2 საარმიო კორპუსის 24-ე მექანიზირებული ბრიგადის 243-ე ბატალიონში. მამაცი და მედგარი მეომარი არადუსა და მერკულაში იბრძოდა.
1993 წლის 16 სექტემბერს იგი თავის ოცეულთან ერთად იმყოფებოდა საბრძოლო პოზიციაზე, კერძოდ, მეოთხე საგუშაგოზე.
სნაიპერის მიერ ნასროლმა ტყვიამ ლეო ომანაძე სიცოცხლეს გამოასალმა.
ლეო ომანაძე დაკრძალულია ოჩამჩირის რაიონის სოფელ არადუში.