იური ყურაშვილი დაიბადა 1959 წელს ოჩამჩირის რაიონის სოფელ არადუში.
აფხაზეთში საომარი მოქმედებების დაწყებისთანავე ჩაირიცხა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს მე-2 საარმიო კორპუსის 24-ე მექანიზირებული ბრიგადის 243-ე ბატალიონის რიგებში.
1992 წლის 25 სექტრმბერს, სოფელ მერკულაში საბრძოლო შეტაკების დროს, ტყვედ ჩავარდნილი სასტიკ წინააღმდეგობას უწევდა მტერს. იური ყურაშვილს წამებით ამოხადეს სული,მისი ნაწამებ-დასახიჩრებული ცხედარი 7 ოქტომბერს მოწინააღმდეგემ ქართულ მხარეს გადმოსცა.
იური ყურაშვილი დაკრძალულია სოფელ არადუში.