ზურაბ ბორისის ძე ჯიდოშვილი დაიბადა 1971 წლის 10 აპრილს ოჩამჩირის რაიონის სოფელ არადუში.
სწავლობდა აჩიგვარის სასოფლო-სამეურნეო ტექნიკუმში. მეოთხე კურსის სტუდენტი იყო, როცა აფხაზეთში ომი დაიწყო. ზურაბი უყოყმანოდ ჩადგა ქვეყნის დამცველთა რიგებში. 1992 წლის 11 დეკემბერს ჩაირიცხა საქართველოს რესპუბლიკის 24-ე ბრიგადის 244-ე (შემდეგში 243-ე) ბატალიონში ყუმბარმტყორცნელად. უშიშარი მეომარი აქტიურად იბრძოდა მოქვთან, მერკულასთან…
1993 წლის 15 სექტემბერს სოფელ არადუზე ფართომასშტაბიანი შეტევისას მეომრები იძულებული გახდნენ უკან დაეხიათ, სოფელი ალყაში მოექცა. მებრძოლები ცდილობდნენ მშვიდობიანი მოსახლეობა გამოეყვანათ, გადაერჩინათ… სწორედ ამ დროს, ზურაბ ჯიდოშვილი ჭურვის ნამსხვრევისგან დაიჭრა, გადაწყვეტილება დაუყონებლივ მიიღო, ხელყუმბარა ააფეთქა და მოახლოებული ბოევიკებიც თან გაიყოლა. დაუვიწყარია სამშობლოსათვის
თავდადებულთა ხსოვნა.