ვლადიმერ ვლადიმერის ძე ბეგასი, ეროვნებით უკრაინელი, ოჯახის ერთადერთი შვილი, დაიბადა 1972 წელს ქალაქ ოჩამჩირეში.
აფხაზეთში ომის დაწყების პირველივე დღიდან ვლადიმერ ბეგასი ჩაირიცხა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს 24-ე ბრიგადის 244-ე ბატალიონის შემადგენლობაში – მესანგრედ.
1993 წლის 10 მარტიდან 1993 წლის 27 სექტემბრამდე აქტიურ მონაწილეობას იღებდა ყველა საბრძოლო ოპერაციაში, რომელსაც აწარმოებდა 244-ე ბატალიონი ბესლახუბა- მერკულას შორის გამავალ გზაზე.
აფხაზეთის დაცემის შემდეგ 24-ე ბრიგადა დაიშალა. ვლადიმერ ბეგასი ჩაირიცხა პირველი ბრიგადის მე-6 ბატალიონში, რომელიც დისლოცირებული იყო ზუგდიდიდს რაიონის სოფელ ანაკლიასა და ჭკადუაშში. როგორც კი კოდორის ხეობას გაუჭირდა , ვლადიმერი მის დამცველთა რიგებში ჩადგა.
1994 წლის 25 მაისს მოხდა შეტაკება კოდორის ხეობაში განლაგებულ ჩვენს ჯარებსა და აფხაზ ბოევიკებს შორის. ამ ბრძოლაში ვლადიმერ ბეგასი მძიმედ დაიჭრა. ჭრილობა სასიკვდილო აღმოჩნდა და 26 მაისს გარდაიცვალა.
საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით სამშობლოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში გამოჩენილი გმირობის,ვაჟკაცობისა და თავგანწირვისთვის ვლადიმერ ბეგასი სიკვდილის შემდეგ,დაჯილდოვდა ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენით.