სამშობლო უწინარეს ყოვლისა!

ორშაბათი, თებერვალი 10, 2025
29 °c
Tbilisi

სამშობლო უწინარეს ყოვლისა!

მამუკა გენადის ძე ქარდავა

კატეგორია: 24-ე ბრიგადა, 244-ე ბატალიონი

მამუკა  გენადის  ძე  ქარდავა  დაიბადა  1972  წლის  21  მარტს  ქალაქ  ოჩამჩირეში. 1989  წელს დაამთავრა  ოჩამჩირის საშუალო  სკოლა. 1990  წელს  ჩაირიცხა  ქალაქ  მოსკოვის  ავტო-საინჟინრო ინსტიტუტში.

აფხაზეთში  მიმდინარე  საომარი  მოქმედებების  დროს, 1992  წლის  სექტემბრიდან ირიცხებოდა  საქართველოს  რესპუბლიკის  თავდაცვის  სამინისტროს  24-ე  ბრიგადის  244-ე ბატალიონში  რიგით  მებრძოლად.

1993 წლის  29  სექტემბერს, სოფელ  ოხურეიში, მტერთან  შეტაკების  დროს მამუკა ქარდავა  მძიმედ  დაიჭრა  და  გარდაიცვალა.

error: Content is protected !!