სამშობლო უწინარეს ყოვლისა!

ორშაბათი, თებერვალი 10, 2025
29 °c
Tbilisi

სამშობლო უწინარეს ყოვლისა!

ელგუჯა რეზოს ძე ხორავა

კატეგორია: 24-ე ბრიგადა, 244-ე ბატალიონი

ელგუჯა რეზოს ძე ხორავა დაიბადა 1965 წლის 3 მარტს გალის რაიონის სოფელ საბერიოში. 1982 წელს დაამთავრა  წალენჯიხის რაიონის სოფელ ფახულანის საშუალო სკოლა. მოიხადა სამხედრო- სავალდებულო სამსახური. 1991 წელს ელგუჯა ხორავა ოჩამჩირის 244-ე ბატალიონში ჩაირიცხა და სამშობლოს ტერიტორიული მთლიანობისთვის მებრძოლთა რიგებში ჩადგა.

ელგუჯა ხორავა 1992 წლის 28 ნოემბერს ოჩამჩირის რაიონის სოფელ კოჩარასთან სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაიღუპა.

საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით სამშობლოს ტერიტორიული მთლიანობისთვის  ბრძოლაში გამოჩენილი გმირობის,ვაჟკაცობისა და თავგანწირვისათვის ნ ელგუჯა ხორავა, სიკვდილის შემდეგ ,დაჯილდოვდა ვახტანგ გორგასლის   III  ხარისხის ორდენით.

error: Content is protected !!