სამშობლო უწინარეს ყოვლისა!

ორშაბათი, თებერვალი 10, 2025
29 °c
Tbilisi

სამშობლო უწინარეს ყოვლისა!

ელგუჯა ჯუმბერის ძე გვაგვალია

კატეგორია: 24-ე ბრიგადა, 245-ე ბატალიონი

ელგუჯა  ჯუმბერის  ძე  გვაგვალია  დაიბადა  1970  წლის  28 მარტს  გალის  რაიონის  სოფელ მზიურში.

აფხაზეთში  მიმდინარე  საომარი  მოქმედებების დროს,1992 წლის 24 სექტემბრიდან , ირიცხებოდა  საქართველოს  რესპუბლიკის თავდაცვის  სამინისტროს  მე-2  საარმიო  კორპუსის 24-ე  მექანიზირებული  ბრიგადის  245-ე  ბატალიონის  შემადგენლობაში, რიგითად.

აქტიურად  მონაწილეობდა მიშველში,რეკასა და ფოქვეშში  ბატალიონის  მიერ განხორციელებულ  სამხედრო  ოპერაციებში.

ელგუჯა  გვაგვალია  დაიღუპა  1993  წლის  24  სექტემბერს, ოჩამჩირის  რაიონის  სოფელ ახალდაბაში  მიმდინარე  საბრძოლო  ოპერაციის  დროს

 

error: Content is protected !!