სამშობლო უწინარეს ყოვლისა!

ორშაბათი, თებერვალი 10, 2025
29 °c
Tbilisi

სამშობლო უწინარეს ყოვლისა!

ლეონიდე გვალია

კატეგორია: 24-ე ბრიგადა, 245-ე ბატალიონი

ლეონიდე  გვალია დაიბადა  1961 წლის 14 მაისს  გალის რაიონის სოფელ  წარჩეში. დაამთავრა წარჩის  საშუალო სკოლა. მუშაობდა და ლამაზ ოჯახს უძღვებოდა.

   ლეონიდე გვალია 1993 წლის 1 მარტიდან  ირიცხებოდა  საქართველოს  თავდაცვის სამინისტროს  მე-2  საარმიო  კორპუსის  24-ე   მექანიზირებული ბრიგადის  245-ე  ბატალიონის  პირად შემადგენლობაში. აქტიურად მონაწილეობდა  ყველა საბრძოლო  ოპერაციაში, რომელსაც  245-ე   ბატალიონი  ასრულებდა.

  ლეონიდე  გვალია  1993 წლის 5 ივლისს  საბრძოლო მოქმედების დროს  გმირულად დაიღუპა ოჩამჩირის რაიონის სოფელ  ბედიაში.

  საქართველოს  პრეზიდენტის  განკარგულებით ს ამშობლოს ტერიტორიული  მთლიანობისთვის ბრძოლაში  გამოჩნილი  გმირობის,ვაჟკაცობისა  და  თავგანწირვისათვის  ლეონიდე  გვალია,სიკვდილის  შემდეგ, დაჯილდოვდა  ვახტანგ  გორგასლის  III  ხარისხის ორდენით.

error: Content is protected !!