სამშობლო უწინარეს ყოვლისა!

ორშაბათი, თებერვალი 10, 2025
29 °c
Tbilisi

სამშობლო უწინარეს ყოვლისა!

თენგიზ დაზმერის ძე კაკუბავა

კატეგორია: 24-ე ბრიგადა, 245-ე ბატალიონი

თენგიზ  დაზმერის  ძე  კაკუბავა  დაიბადა  1972  წლის  9 სექტემბერს ქალაქ  გალში.

1989 წელს  დაამთავრა  გალის  მე-4  საშუალო  სკოლა. ომის დაწყების  პირველი  დღეებიდანვე  ირიცხებოდა  საქართველოს  რესპუბლიკის  თავდაცვის  სამინისტროს  მე-2  საარმიო  კორპუსის 24-ე  მექანიზირებული  ბრიგადის   245-ე  ბატალიონის  შემადგენლობაში  დაზვერვის ოცმეთაურად. თენგიზმა  თავი  გამოიჩინა , როგორც  საქართველოს ერთიანობისა  და  დამოუკიდებლობისთვის  თავდადევბულმა  მებრძოლმა.

თენგიზ  კაკუბავა 1992  წლის  დეკემბერში  სოფელ  კოჩარასთან  მიმდინარე საბრძოლო  მოქმედებების  მსვლელობისას დაიჭრა. ომის შემდეგ  გამოჯანმრთელებული  მეომარი  აქტიურად  ჩაერთო  პარტიზანულ მოძრაობაში.

1994  წლის  4 მაისს სოფელ  ზემო  ბარღებისა  და ხუმუშქურის  საზღვართან თენგიზ  კაკუბავა  ერთ-ერთი  საბრძოლო  ოპერაციის  დროს  გმირულად დაიღუპა. თენგიზ კაკუბავას დარჩა მეუღლე და ორი შვილი

error: Content is protected !!