ვესნერ აპოლონის ძე აქუბარდია დაიბადა 1959 წლის 14 ნოემბერს გალის რაიონის სოფელ სიდაში. საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ , სწავლა განაგრძო აჩიგვარის სასოფლო-სამეურნეო ტექნიკუმში. მოიხადა სამხედრო-სავალდებულო სამსახური.
აფხაზეთში მიმდინარე საომარი მოქმედებების დროს ,ირიცხებოდა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს მე-2 საარმიო კორპუსის 24-ე მექანიზირებული ბრიგადის 247-ე საარტილერიო დივიზიონის შემადგენლობაში, აქტიურად მონაწილეობდა ყველა საბრძოლო ოპერაციაში.
ვესნერ აქუბარდია 1992 წლის 29 დეკემბერს, ერთ-ერთი შეტაკების დროს დაიღუპა.